ძველებურ დუროიან სახლში კერაა გამართული. კერაზე დაგებულია „ყვერბი“, რომელიც წარმოადგენს ბრტყელ ფილაქანს; თავთან მას მოყუდებული აქვს მოგრძო და შუაში ამოკვეთილი ქვა „ქვა-კერად“ წოდებული, რომლის ორივე თავზე ამოჭრილია სვასტიკა (მზის სიმბოლო).
მეორე კედელთან მოთავსებულია „არმანი“, რომელშიაც გამომცხვარ პურს და კერძს ინახავენ. არმანზე დგამენ ვარცლს. კედლებზე ჰკიდია ოჯახში სახმარი სხვადასხვა ჭურჭელი და წვრილმანი.
ორნამენტისა და მოჩუქურთმების მხრივ ძველი სკივრები გაცილებით უფრო მხატვრულადაა შესრულებული, ვიდრე შემდეგი დროისანი, რომელსაც ახასიათებს ორნამენტის სისადავესთან ერთად ამოჭრის დაბალი ტექნიკაც.
კოსტიუმი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: გრძელი და გვერდებჩაჭრილი პერანგი, რომელსაც ქვეშ იცვამენ. მასზე იცვამენ ფერად დაბამბულ საგულეს. საგულე პერანგზე უფრო მოკლეა.
ზემოდან იცვამენ ყუთმაჯიან „კაფთარას“ (კაბა), რომელიც თავისი ჭრილობით წააგავს ქართულ ყუთმაჯიან მამაკაცის კაბას.
No comments:
Post a Comment