ნიადაგი - "ხვანჭკარის” დასახელების ღვინო-მასალის მისაღებად ვენახები და სავენახე ფართობები ძირითადად განთავსებულია ქვემო რაჭის, ამბროლაურის ტერიტორიაზე, ძირითადად მდ. რიონის მარჯვენა მხარეს.
მიკროზონის დადგენის მიზნით, 2005 წლის ივნის-ივლისის თვეებში საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნიადაგმცოდნე სპეციალისტებმა ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების ტერიტორიებზე ჩაატარეს ნიადაგების საველე და კამერალური სამუშაოები.
ნიადაგის ანალიზური სამუშაოები ჩატარდა ამავე ინსტიტუტის აგროქიმიის ლაბორატორიაში.
გამოკვლევა ჩატარებული იქნა მდ. რიონის ორივე მხარეს, სიმაღლე ზღვის დონიდან 450-750 მ-ის ფარგლებში (ტექსტის შემდგომ ნაწილში აღინიშნოს (ს. ზ. დ)) და გამოყოფილი იქნა: ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგების სამი, ყომრალი ნიადაგების ერთი, დელუვიურ-პროლუვიური ნიადაგების ერთ და ალუვიური ნიადაგების ერთი სახესხვაობა – სულ ექვსი სახესხვაობა.
პირველი სახესხვაობის ნიადაგს _ ნეშომპალა კარბონატული, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა, ვახასიათებთ შემდეგი ნიადაგური ჭრილებით: სოფ. ხვანჭკარა ნაკ. "საცავი” ს.ზ.დ. 510 მ და ნაკ. "ფერმის გვერდით” ს. ზ. დ. 750 მ ჭრ. ¹23; სოფ. სადმელი ნაკ. "ქოველები” ს. ზ. დ. 750 მ, ჭრ. ¹14 და ნაკ. "სულმუხა” ს. ზ. დ. 540 მ, ჭრ. ¹16; სოფ. I ტოლა ნაკ. "ბერეული” ს. ზ. დ. 640 მ. ჭრ. ¹20; სოფ. ჭყვიში ნაკ. "ყავრუში” ს. ზ. დ. 615 მ ჭრ. ¹34 და ნაკ. "სურგულაძის კარი” ს.ზ.დ. 595 მ. ჭრ. ¹36.
მეორე სახესხვაობის ნიადაგი _ ნეშომპალა კარბონატული. დიდი სისქის, ხირხატიანი, საშუალო თიხა და მძიმე თიხნარი. ხასიათდება – სოფ. კვასხუთი ნაკ. "გურგვალა” ს. ზ. დ. 620 მ ჭრ. ¹7; სოფ. საკეცია ნაკ. "ჯვარისის ასახვევთან” ს. ზ. დ. 575 მ. ჭრ ¹40; სოფ. ბუგეული ნაკ. "მაედანი” ს. ზ. დ. 720 მ ჭრ. ¹43; სოფ. აბანოეთი ნაკ. "ქაფიანეული” ს. ზ. დ. 680 ჭრ. ¹46; სოფ. გორი ნაკ. "მურუზაულები” ს. ზ. დ. 655 მ ჭრ. ¹42.
მესამე სახესხვაობის ნიადაგი – ნეშომპალა-კარბონატული საშუალო სისქის, საშუალო და მსუბუქი თიხა. ხასიათდება: სოფ. ჭრებალო ნაკ. "ყავრუში” ს. ზ. დ. 750 მ ჭრ. ¹32.
მეოთხე სახესხვაობის ნიადაგს ახასიათებს: სოფ. "წესი” ნაკ. "გვერდა” ს. ზ. დ. 640 მ ჭრ. ¹1; სოფ. ბოსტანა ნაკ. "ნაფუძვარი” ს. ზ. დ. 700 მ ჭრ. ¹28; სოფ. ჩორჯო ნაკ. "კარიეთი” ს. ზ. დ. 695 მ ჭრ. ¹30; სოფ. ბაჯი ნაკ. "ხვარაქეული” ს. ზ. დ. 500 მ ჭრ. ¹39; სოფ. ინა ნაკ. "გეწაძეების ვენახი” ს. ზ. დ. 640 ჭრ. ¹49.
მეხუთე სახესხვაობის ნიადაგი _ დელუვიურ-პროლუვიური, დიდი სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი, მსუბუქი თიხა – ხასიათდება: სოფ. ბუგეული ნაკ. "ჭალა” ს. ზ. დ. 540 მ ჭრ. ¹18; სოფ. ხიმში ნაკვეთი "დიდყანა” ს. ზ. დ. 575 მ ჭრ. ¹10; სოფ. ძირაგეული ნაკ. "ჯიშთა გამოცდის ნაკვეთი” ს. ზ. დ. 540 მ ჭრ. ¹12; სოფ. გორი ნაკ. "მურუზაულები” ს. ზ. დ. 655 მ ჭრ. ¹42.
მეექვსე სახესხვაობის ნიადაგი – ალუვიური, დიდი სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, თიხნარი ხასიათდება სოფ. წესი ნაკ. "კოტეს ჭალა” ს. ზ. დ. 550 მ ჭრ.¹4.
"ხვანჭკარის” დასახელების ღვინომასალის მისაღებად ნიადაგურ-კლიმატური და რელიეფური ფაქტორების მხრივ, მდ. რიონის მარჯვენა მხარეს გამოირჩევა სოფლების: ხვანჭკარის, დიდი და პატარა ჩორჯოს, ბოსტანას, ღვიარას, სადმელის, ძირაგეულის, კვაცხუთის, I და II ტოლას, ჭრებალოს ნაკვეთი ყავრულში, ხოლო მდ. რიონის მარცხენა მხარეს სოფ. ბუგეულის (ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლემდე და მის გასწვრივ მდებარე) ტერიტორიები.
არსებული ვენახები, სადაც წარმოდგენილია ალექსანდროულის, მუჯურეთულის, წულუკიძის თეთრას, საფერავის, ძველშავის, ცოლიკოურის და სხვათა შერეული ნარგავები ამჟამად შეადგენს დაახლოებით 900 ჰექტარს, უახლოეს პერსპექტივაში გასაშენებელია 90-100 ჰექტრამდე.
სათანადო აგროტექნიკურ ღონისძიებათა გატარების და განოყიერების პირობებში აღნიშნული ნიადაგები იძლევიან პირობებს მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად.
No comments:
Post a Comment