ჩვენი ჯგუფის პროექტი

Thursday, November 11, 2010

ნიადაგი - "ხვანჭკარისდასახელების ღვინო-მასალის მისაღებად ვენახები და სავენახე ფართობები ძირითადად განთავსებულია ქვემო რაჭის, ამბროლაურის ტერიტორიაზე, ძირითადად მდ. რიონის მარჯვენა მხარეს.
მიკროზონის დადგენის მიზნით, 2005 წლის ივნის-ივლისის თვეებში საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნიადაგმცოდნე სპეციალისტებმა ზემოთ ჩამოთვლილი სოფლების ტერიტორიებზე ჩაატარეს ნიადაგების საველე და კამერალური სამუშაოები.
ნიადაგის ანალიზური სამუშაოები ჩატარდა ამავე ინსტიტუტის აგროქიმიის ლაბორატორიაში. 
გამოკვლევა ჩატარებული იქნა მდ. რიონის ორივე მხარეს, სიმაღლე ზღვის დონიდან 450-750 -ის ფარგლებში (ტექსტის შემდგომ ნაწილში აღინიშნოს (. . )) და გამოყოფილი იქნა: ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგების სამი, ყომრალი ნიადაგების ერთი, დელუვიურ-პროლუვიური ნიადაგების ერთ და ალუვიური ნიადაგების ერთი სახესხვაობასულ ექვსი სახესხვაობა. 
პირველი სახესხვაობის ნიადაგს _ ნეშომპალა კარბონატული, დიდი სისქის, მძიმე თიხნარი და მსუბუქი თიხა, ვახასიათებთ შემდეგი ნიადაგური ჭრილებით: სოფ. ხვანჭკარა ნაკ. "საცავი... 510 და ნაკ. "ფერმის გვერდით. . . 750 ჭრ. ¹23; სოფ. სადმელი ნაკ. "ქოველები. . . 750 , ჭრ. ¹14 და ნაკ. "სულმუხა. . . 540 , ჭრ. ¹16; სოფ. I ტოლა ნაკ. "ბერეული. . . 640 . ჭრ. ¹20; სოფ. ჭყვიში ნაკ. "ყავრუში. . . 615 ჭრ. ¹34 და ნაკ. "სურგულაძის კარი... 595 . ჭრ. ¹36. 
მეორე სახესხვაობის ნიადაგი _ ნეშომპალა კარბონატული. დიდი სისქის, ხირხატიანი, საშუალო თიხა და მძიმე თიხნარი. ხასიათდებასოფ. კვასხუთი ნაკ. "გურგვალა. . . 620 ჭრ. ¹7; სოფ. საკეცია ნაკ. "ჯვარისის ასახვევთან. . . 575 . ჭრ ¹40; სოფ. ბუგეული ნაკ. "მაედანი. . . 720 ჭრ. ¹43; სოფ. აბანოეთი ნაკ. "ქაფიანეული. . . 680 ჭრ. ¹46; სოფ. გორი ნაკ. "მურუზაულები. . . 655 ჭრ. ¹42. 
მესამე სახესხვაობის ნიადაგინეშომპალა-კარბონატული საშუალო სისქის, საშუალო და მსუბუქი თიხა. ხასიათდება: სოფ. ჭრებალო ნაკ. "ყავრუში. . . 750 ჭრ. ¹32. 
მეოთხე სახესხვაობის ნიადაგს ახასიათებს: სოფ. "წესინაკ. "გვერდა. . . 640 ჭრ. ¹1; სოფ. ბოსტანა ნაკ. "ნაფუძვარი. . . 700 ჭრ. ¹28; სოფ. ჩორჯო ნაკ. "კარიეთი. . . 695 ჭრ. ¹30; სოფ. ბაჯი ნაკ. "ხვარაქეული. . . 500 ჭრ. ¹39; სოფ. ინა ნაკ. "გეწაძეების ვენახი. . . 640 ჭრ. ¹49. 
მეხუთე სახესხვაობის ნიადაგი _ დელუვიურ-პროლუვიური, დიდი სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი, მსუბუქი თიხახასიათდება: სოფ. ბუგეული ნაკ. "ჭალა. . . 540 ჭრ. ¹18; სოფ. ხიმში ნაკვეთი "დიდყანა. . . 575 ჭრ. ¹10; სოფ. ძირაგეული ნაკ. "ჯიშთა გამოცდის ნაკვეთი. . . 540 ჭრ. ¹12; სოფ. გორი ნაკ. "მურუზაულები. . . 655 ჭრ. ¹42.
მეექვსე სახესხვაობის ნიადაგიალუვიური, დიდი სისქის, ალაგ სუსტად ხირხატიანი და ქვიანი, თიხნარი ხასიათდება სოფ. წესი ნაკ. "კოტეს ჭალა. . . 550 ჭრ.¹4.
"ხვანჭკარისდასახელების ღვინომასალის მისაღებად ნიადაგურ-კლიმატური და რელიეფური ფაქტორების მხრივ, მდ. რიონის მარჯვენა მხარეს გამოირჩევა სოფლების: ხვანჭკარის, დიდი და პატარა ჩორჯოს, ბოსტანას, ღვიარას, სადმელის, ძირაგეულის, კვაცხუთის, I და II ტოლას, ჭრებალოს ნაკვეთი ყავრულში, ხოლო მდ. რიონის მარცხენა მხარეს სოფ. ბუგეულის (ზღვის დონიდან 750 სიმაღლემდე და მის გასწვრივ მდებარე) ტერიტორიები.
არსებული ვენახები, სადაც წარმოდგენილია ალექსანდროულის, მუჯურეთულის, წულუკიძის თეთრას, საფერავის, ძველშავის, ცოლიკოურის და სხვათა შერეული ნარგავები ამჟამად შეადგენს დაახლოებით 900 ჰექტარს, უახლოეს პერსპექტივაში გასაშენებელია 90-100 ჰექტრამდე.
სათანადო აგროტექნიკურ ღონისძიებათა გატარების და განოყიერების პირობებში აღნიშნული ნიადაგები იძლევიან პირობებს მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად.

No comments:

Post a Comment

ლექსი რაჭაზე