ჩვენი ჯგუფის პროექტი

Thursday, November 11, 2010

რაჭა


რაჭა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით -იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემორაჭა და ქვემორაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

ადრეულ პერიოდში რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომედიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. X საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ - მაზრას.

ხალხური რწმენა

ადამიანის არსებობის მთავარი მომენტი, ხალხურ რწმენაში, დაკავშირებული მრავალგვარ ცრუმორწმუნეობასთან.

მთის რაჭაში ორსული ქალები ყოველგვარ უსიამოვნებას გაურბის, მას განსაკუთრებით წყევლისა ეშინია. ფეხმძიმე ქალი ზოგიერთ საჭმელს არ ჭამს და პირუტყვის დაკვლასაც ვერ ესწრება. მელოგინეს მიწაზე დაგებულ ჩალაზე ან თივაზე აწვენენ. მას ბებია ქალი უვლის, რომელიც იმავე დროს სხვადასხვა ჯადოქრობით და შელოცვებით ცდილობს მშობიარობის შემსუბუქებას. მელოგინეს ბალიშის ქვეშ ხანჯალს ამოუდებენ, რომ დაიფაროს ავსულებისაგან. ქმარი მას ჩოხის კალთით მოტანილ წყალს დაალევინებს. შემდეგ სახვნელს (სახნისს) სამჯერ დაშლის და ისე ააწყობს, დასასრულ იმ სახლში შემოდის და მშობიარეს სამჯერ გადაალაჯებს. თუ მშობიარე ძნელად არის, მაშინ მას ასმევენდათვის კუდას“ (ამ ბალახის დანაყილ შავ მარცვლებს წყალში ხსნიან). ეძახიან, ვისაც გველ-ბაყაყი გაუშორებია და დახმარებას სთხოვენ. ის მიდის წისქვილში, წყალს გადაუდგებს და იტყვის: „წისქვილს წყალი გადამიგდია, გველ-ბაყაყი გამიყრია, დედა-შვილიც გამიყრიაო“ (სამჯერ) და გამობრუნებისას მელოგინესთან შეივლის.

არქიტექტურა


ძველებურ დუროიან სახლში კერაა გამართული. კერაზე დაგებულიაყვერბი“, რომელიც წარმოადგენს ბრტყელ ფილაქანს; თავთან მას მოყუდებული აქვს მოგრძო და შუაში ამოკვეთილი ქვაქვა-კერადწოდებული, რომლის ორივე თავზე ამოჭრილია სვასტიკა (მზის სიმბოლო).

მეორე კედელთან მოთავსებულიაარმანი“, რომელშიაც გამომცხვარ პურს და კერძს ინახავენ. არმანზე დგამენ ვარცლს. კედლებზე ჰკიდია ოჯახში სახმარი სხვადასხვა ჭურჭელი და წვრილმანი.

ორნამენტისა და მოჩუქურთმების მხრივ ძველი სკივრები გაცილებით უფრო მხატვრულადაა შესრულებული, ვიდრე შემდეგი დროისანი, რომელსაც ახასიათებს ორნამენტის სისადავესთან ერთად ამოჭრის დაბალი ტექნიკაც.

კოსტიუმი შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: გრძელი და გვერდებჩაჭრილი პერანგი, რომელსაც ქვეშ იცვამენ. მასზე იცვამენ ფერად დაბამბულ საგულეს. საგულე პერანგზე უფრო მოკლეა.

ზემოდან იცვამენ ყუთმაჯიანკაფთარას“ (კაბა), რომელიც თავისი ჭრილობით წააგავს ქართულ ყუთმაჯიან მამაკაცის კაბას.

ეკონომიკური მდგომარეობა


ნების სიმშვენიერესთან ერთად რაჭა მდიდარია ტყით, საძოვრებით და მანერალური ბუბუდობებით.

ბუნების სიმდიდრეთა შორის აქ ბუდობს: პირიტი, ქალკოპირატი, ბროლი და ლახუსტაკი.

მთის რაჭველები მისდევენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას.

თესავენ შემდეგ პურეულს: დოლა პურს, ხულუგოს (უწვერო), დიკას და ქერს. სხვა ჯიშის ხორბალი და სიმინდი ადრიანი და ხანგრძლივი ზამთრის გამო აქ არ გვარობს.

ამ ბოლო ხანებში ხელი მიუყვიათ კარტოფილის მოყვანისათვის, რომელიც შედარებით კარგ მოსავალს იძლევა და დიდ დახმარებას უწევს ღარიბ მოსახლეობას.

რაჭველები ამასთანავე ეწევიან ფეხზე საქონლით ვაჭრობს. ზამთრის მოახლოებისას გლეხი, საზამთრო საკვების სიმცირის გამო, იალაღზე ნასუქ პირუტყვს მოგებით ჰყიდის, სამაგიეროდ, გაზაფხულზე ამავე ფულით ნაზამთრ საქონელს იაფად ყიდულობს.

სოფელში თითოეულ საგვარეულოს მისი ერთი უბანი უჭირავს, რომლის სახელსაც ეს უბანი ატარებს. გვარი შედგება რამდენიმე კომლისაგან. თითოეული კომლი ატარებს თავის განსაკუთრებულ სახელწოდებას, რომელიც დაკავშირებულია წინაპრისა თუ ოჯახის უხუცესი პაპის ან მამის სახელთან, ზოგჯერ წარმოშობის ადგილთან და სხვ.

ლექსი რაჭაზე