ჩვენი ჯგუფის პროექტი

Thursday, November 11, 2010

გეოგრაფიული მდგომარეობა


მთის რაჭის გეოგრაფიულ-ისტორიული მიმოხილვა

მთის რაჟა მდებარეობს მდინარე რიონის სათავისა და გლოლის ან ჭანჭახის წყლის შორის. იგი მოქცეულია კავკასიონის მთავარი ქედისა და შოდა-კედელას ქედს შორის და თავისი საშუალო სიმაღლით 3800 მეტრს აღემატება ზღვის დონიდან. მთის რაჭა შემოზღუდულია მაღალი მთებით: ფასის მთა—3787 მეტრი, გეზე—3870 მეტრი, ლაბო და წითელი—4317 მეტრი, წიხვარგა—4137, ბურჯულა—4356, შოდა—3607 მეტრი და სხვა.

აქ წლის განმავლობაში ცივი ამინდებია (წლის საშუალო ტემპერატურა 50-ია, ზამთარი კი ძლიერ ცივია და თოვლიან-ყინვებიანი. იანვრის ტემპერატურა (-120)-დან (-180)-დე, გაზაფხული გვიან დგება, შემოდგომა ადრე. ზაფხული გრილია და მოკლე.

მთის რაჭა შეიცავს ღებისა და გლოლის თემს და შესდგება სამი სოფლისაგან: ღები (1500 მეტრი), ჭიორა (1500 მეტრი) და გლოლა (1400 მეტრი).

შემთხვევითი ხასიათის აღმოჩენები, რომლებსაც ადგილი აქვთ მთის რაჭაში, აშკარად უჩვენებენ, რომ ღებში, ჭიორასა და გლოლაში ადამიანს უცხოვრია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში, რამდენიმე საუკუნით ქრისტეს წინ. მხოლოდ მძივები და ერთის ბრინჯაოს სამაჯური ინახება საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიურ განყოფილებაში №18—26&1. შემდეგ, ფრიად საყურადღებოა აგრეთვე 1928 წელს სოფ. ღებში, ადგილშოშეთშიაღმოჩენილი ბრინჯაოს ბალთა, რომელიც მიცვალებულს წელზე ჰქონია.

არქეოლოგიური თვალსაზრისით საყურადღებო, აგრეთვე, ჭიორის მიდამოში მდებარე ადგილიშხროლი“, სადაც ჩნდება უფრო გვიანდელი დროის, ქრისტიანობის ხანის, სხვადასხვა ნივთები და სამკაულები. ერთი სიტყვით, ამ მცირეოდენი არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით მაინც ირკვევა, რომ მთის რაჭა უძველესი დროიდან დასახლებული ყოფილა, მაგრამ ამ მოსახლეობის ვინაობის გამორკვევა ჯერჯერობით მეტად ძნელია. მხოლოდ შემდეგში, როგორც ეს ისტორიული ცნობებიდან და გეოგრაფიული სახელების ნომენკლატურიდან ირკვევა, დღევანდელი მთის რაჭის ტერიტორიაზე სვანური მოსახლეობა გავრცელებულა და კავკასიონის მთელი ეს კუთხე XV საუკუნის პირველ ნახევარში სვანეთს ჰკუთვნებია.

No comments:

Post a Comment

ლექსი რაჭაზე